News

2023 წლის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ვაკის საცურაო აუზზე

25-26 მარტს სპორტულ კომპლექსში „ვაკის საცურაო აუზი“ 2023 წლის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას საქართველოში.

„ვაკის საცურაო აუზი“ ერთ სივრცეში აერთიანებს უამრავ სპორტულ აქტივობას, მათ შორის: ცურვას, ფიტნესს, დაივინგსს, წყალში ხტომას, ჯგუფური ვარჯიშების სახეობებს: აერობიკა, კრივი, პილატესი და მრავალი სხვა. ამ სახეობათა ჩამონათვალშია მაგიდის ჩოგბურთიც, რომელიც წლების განმავლობაში ვაკის საცურაო აუზის კლუბის წევრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობაა.

ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით წელს მეოთხედ ჩატარდა. წლევანდელი ჩემპიონატი განსხვავებული პრინციპით წარიმართება. შერჩეული მონაწილეები 2 ლიგაში გადანაწილდნენ – A და B ლიგა, საიდანაც B ლიგა მოყვარული, ხოლო A ლიგა – პროფესიონალი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილით, სპორტულ კომპლექსს “ვაკის საცურაო აუზი” უამრავი ახალი კლუბის წევრი დაემატა. მონაწილეობის სურვილი 40-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

მონაწილეებმა შთამბეჭდავად იასპარეზეს. A და B ლიგაში საპრიზო ადგილის 3-3 მფლობელი გამოვლინა:

A ლიგა
I ადგილი – კოკა კალანდაძე
II ადგილი – მარიამ გოგოჭური
III ადგილი – კახა ხაჩიძე

B ლიგა
I ადგილი – ირაკლი უშვერიძე
II ადგილი – მამუკა ლომიტაშვილი
III ადგილი – რევაზ ოსაძე

2023 წლის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი 30-ზე მეტი სპონსორი და პარტნიორი კომპანიის მხარდაჭერით ჩატარდა, რომლებმაც ვაკის საცურაო აუზის კლუბის წევრებისთვის 150-ზე მეტი პრიზი დააწესეს. ჩემპიონატის გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს სოლიდური საჩუქრები გადაეცათ.

სპორტული კომპლექსი “ვაკის საცურაო აუზი” აგრძელებს ტრადიციას და გეგმავს, მომდევნო ჩემპიონატებს უფრო მასშტაბური სახე მისცეს.

ნახეთ ჩემპიონატის ვიდეო.

სპონსორები:
Rustavi 2 • რუსთავი 2, Wissol – ვისოლი, Sarajishvili, აგროჰაბი • AgroHub, XL Energy Drink, Pharm House • ფარმსახლი, L’OCCITANE en Provence, Lutecia • ლუტეცია, Voulez-Vous • ვულე ვუ, Franco Fontana Georgia Sevsamora Resort & Spa, Avon georgia, Dio . დიო არტფარმა • Art Pharma, VIADERM, Optimist • ოპტიმისტი, წყალი მთის • Water MTIS, Cafe Refresh •კაფე რეფრეში, ავანტი სილამაზის სალონი • Avanti Beauty Salon, კოლხური • Kolkhuri, Eveline Cosmetics Georgia, Stella Artois, ERGOLINE tbilisi, UNISON • უნისონი, OKtravel, N&M Tours in Georgia, დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი, Laimon Fresh Bionike Georgia City Magazine Georgia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *