ჩვენ შესახებ

 ვაკის საცურაო აუზი 1965 წელს დაარსდა. ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ამ სივრცემ არაერთ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 1999 წლის დელფინების შოუ, რომელიც დღემდე ამ თაობის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად რჩება.

დროთა განმავლობაში აუზი განახლდა, ამ სივრცეს სხვა სერვისები და  აქტივობებიც დაემატა, აღიჭურვა ულტრათანამედროვე ტექნიკით და საბოლოოდ, ოლიმპიური სტანდარტის სპორტულ კომპლექსად ჩამოყალიბდა.

ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის ვაკის საცურაო აუზი ყველაზე სასურველი ადგილია, რადგან ამ სივრცეში გაერთიანებულია - საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთი, დაივინგი, აერობიკა, აკვა აერობიკა, მიქს აერობიკა, პილატესი, ბოდი სლიმი,  კრივი, სველი და მშრალი საუნები, ცხელი და ცივი ჯაკუზები, მასაჟი, სპა, ღია ტერასა და კაფე, რომლის მენიუ დაკომპლექტებულია დაბალანსებული, ჯანსაღი კერძებით.

„ინვესტირება ჯანმრთელობაში“ - ვაკის საცურაო აუზის სლოგანია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სპორტული კომპლექსის მთავარ დანიშნულებას - ჩვენ ვქმნით სივრცეს თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ოლიმპიური სტანდარტის აუზი

ვაკის საცურაო აუზი ოლიმპიური სტანდარტის შესაბამისია. 50 მეტრი სიგრძისა და 23 მეტრი სიგანის აუზი, მაქსიმალური სიღრმით (7.2 მეტრი), საქართველოში პირველ ადგილს იკავებს.

ამ უკანასკნელი მაჩვენებლის გამო, საქართველოში ეს ერთადერთი აუზია, სადაც პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად, დაივინგს შეისწავლით და საერთაშორისო სერტიფიკატის აღებასაც შეძლებთ.

ვაკის საცურაო აუზი ასევე მასპინძლობს საქართველოს ნაკრებს წყალში ხტომაში. ეს ერთადერთი დახურული ტიპის აუზია, სადაც წყალში მხტომელები პროფესიონალურ წვრთნას გადიან მთელი წლის განმავლობაში.

ვაკის საცურაო აუზზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლის სისუფთავეს. განსხვავებით საქართველოში არსებული სხვა აუზებისგან, წყალი აქ „ევრო 7“ სტანდარტის შესაბამისად, ულტრაიისფერი სხივებითა და კვარცის ქვიშით სუფთავდება, ქლორის მინიმალური დამატებით. წყლის გასუფთავების ეს მეთოდი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, კანის ჯანმრთელობას და თმის სტრუქტურის შენარჩუნებას.

ფიტნეს დარბაზი

ვაკის საცურაო აუზის ფიტნეს დარბაზი, ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სრულად აღჭურვილია Technogym-ის უმაღლესი კლასის, Artis-ის ხაზის ტრენაჟორებით. ეს არის 2022 წლის ინოვაციური, ჭკვიანი მოწყობილობები, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტულ ვარჯიშს.

ჯგუფური ვარჯიშების დარბაზი

გთავაზობთ ჯგუფური ვარჯიშების ნაირსახეობას: იოგა, კრივი, პილატესი, მიქს აერობიკა, ბოდი სლიმი. ვარჯიშებს უძღვებიან სერტიფიცირებული, პროფესიონალი ინსტრუქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მოძრაობის ზუსტ შესრულებას.

მასაჟი

გთავაზობთ მასაჟის მრავალფეროვან პროცედურებს: სარელაქსაციო, სპორტული, სამკურნალო, ანტიცელულიტური, 4 ხელში, სანთლისა და შვედური მასაჟი, პილინგის პროცედურები.

ვაკის საცურაო აუზის სპორტულ კომპლექსში დაგხვდებიან პროფესიონალი, სერტიფიცირებული თერაპევტ-მასაჟისტები.

გამაჯანსაღებელი სივრცე

სპორტულ კომპლექსში დაგხვდებათ ფინური და თურქული საუნები, ცხელი და ცივი ჯაკუზები, საშხაპეები და კეთილმოწყობილი გასახდელი ოთახები, სადაც თქვენთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი: ჩამკეტი კარადები, ტანსაცმლის საკიდები, თმის საშრობები, სარკეები, მაღალი წნევის ორთქლის უთო და მოსასვენებელი სკამები.