ვებ გვერდის წესები და პირობები

საიტზე ვიზიტით ან/და რეგისტრაციით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულებას და საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ ხელშეკრულებას ან საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მაშინ გთხოვთ შეწყვიტოთ საიტის გამოყენება;

გახსოვდეთ საიტზე ვიზიტი შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუმცა საიტზე და შესაბამისად მომსახურების შეძენა დაშვებულია მხოლოდ სრულწლოვანი (18 წლის ასაკს მიღწეული) პირებისათვის.

ტერმინთა განმარტება:

1.1 ამ ხელშეკრულებაში არსებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა.

ა) ჩვენი – ვებ გვერდი vakisauzi.ge;

ბ) მესაკუთრე – ვებ. გვერდი vakisauzi.ge და საიტთან დაკავშირებული საავტორო თუ სხვა უფლებები წარმოადგენს შ.პ.ს ავტოგრაფი (ს/კ:416346635)

გ) მომხმარებელი – პირები(როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული), რომლებიც სტუმრობენ საიტს. ასევე შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,თქვენ“;

დ) ვებ.გვერდზე სტუმრობა – vakisauzi.ge -ზე შემოსვლა და ვებგვერდზე წარმოდგენილი მომსახურების დათვალიერება, რეგისტრაცია, ასევე გასაყიდად წარმოდგენილი მომსახურების შეძენა ან საიტის სხვაგვარად (კანონის შესაბამისად) გამოყენება;

ე)  კონფიდენციალურობის პოლიტიკა – ამ საიტზე არსებული კონფიდენციალურობის წესების კრებული, რომელიც სავალდებულოა გასაცნობად და რომელზე თანხმობის განუცხადებლობა ავტომატურად იწვევს რეგისტრაციის შეჩერებას;

ვ) სიძულვილის ენა – აგრესიული, დამცინავი ას სხვა სახით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომელიც მიმართულია სხვა პირთა ან საკუთარი თავის დამცირების ან უფლებების შელახვისკენ.

ზ) ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი;

 

ვებგვერდზე სტუმრობით თქვენ ადასტურებთ რომ:

2.1 ხართ სრულწლოვანი 18 (თვრამეტი) წლის ასაკს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც შესწევს უნარი განკარგოს თავისი თანხები საიტზე განთავსებული პროდუქციის შესაძენად და აქვს ამის უფლება (ამ პუნქტის დაცვა არაა სავალდებულო, თუ თქვენი სტუმრობა არ არის დაკავშირებული პროდუქციის შეძანასთან ან საიტზე რეგისტრაციასთან);

ვალდებულება არ არსებობს ამ ნივთთან დაკავშირებით, რაც ჩვეულებრივ პირობებში შეიძლება ჩაითვალოს ნივთის ნაკლად.

2.3 თქვენ გაეცანით ამ საიტის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას და თანახმა ხართ იყიდოთ თქვენს მიერ შერჩეული მომსახურება. 2.4 დაიცავთ ამ ხელშეკრულების პირობებს;

2.5 არ გამოიყენებთ სიძულვილის ენას;

2.6 არ ხელყოფთ ჩვენს ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებ.გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებას და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

2.7 სრულად, სწორად და ზუსტად მოგვაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც გათვალისწინებულია საიტზე რეგისტრაციისას, ასევე წარმოდგენილი მომსახურების შეძენისას;

2.8 არ გაივლით რეგისტრაციას სხვისი სახელით, გვარით ან სხვა პერსონალური მონაცემის გამოყენებით, რომელიც მოიცავს: პირად ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერს, მისამართს, ანგარიშის ნომერს და სხვა მონაცემებს;

2.9 მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ მესამე პირებს თქვენი ანგარიშის პაროლს და სხვა ანგარიშის უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფორმაციას, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და სხვა ინფორმაცია;

2.10 არ განახორციელებთ სხვა ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს;

2.11 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებ გვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას ან/და უსაფრთხოებას;

2.12 არ გამოიყენებთ საიტს არასასურველი სპამის შესაქმნელად და მის გასავრცელებლად

2.13 ამ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში სრულად იღებთ პასუხისმგებლობას დამდგარ ზიანზე, ასევე აცნობიერებთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენთვის მოყენებული ზიანის ანაზღაურებაზე;

2.14 გვაძლევთ უფლებას თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში და კონკრეტული მიზნით გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

2.14.1 ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

2.14.2 ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობის შემთხვევაში;

2.14.3 შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის ვალდებულების არსებობისას.

2.15 თქვენს მიერ ამ ვებ გვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მოწოდება მიიჩნევა თქვენს მიერ ინფორმაციის 2.14 პუნქტით და მისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციის გამჟღავენებასა და გადაცემაზე თანხმობად;

2.16ჩვენი პასუხისმგებლობა:

ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს მიერ განხორციელებულ ბრალეულ ქმედებაზე, რომლითაც ზიანი მოგადგებათ თქვენ ან ნებისმიერ სხვა პირებს ამ ხელშეკრულების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 

მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული პირობები

4.1 გასაყიდად წარმოდგენილი მომსახურებების შესაძენად არ არის  აუცილებელი გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე;

4.2 შესაძენ მომსახურებას შეარჩევთ თქვენ, პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე;

4.3 მომსახურების შერჩევის, გადახდის სასურველი ტარიფის შერჩევის და მომსახურების ყიდვის (ხოლო თუ არჩეული გაქვთ საბანკო გადარიცხვა, თანხის გადახდის) შემდეგ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას რომ გაგიწიოთ შესაბამისი მომსახურება;

4.4 მომსახურების შეძენის შემდეგ, მომსახურების გააქტიურება უნდა მოხდეს ვაკის საცურაო აუზის მიმღებში (თბილისი, ჭავჭავაძის 49ბ) ერთი თვის ვადაში.

4.5 ზოგიერთ მომსახურებასთან ერთად ვებგვერდზე შეგიძლიათ შეიძინოთ ექიმის მომსახურება, რომელიც გასცემს ცნობას აუზზე აბონებენტით სარგებლობისთვის. ასევე, გრძელვადიანი აბონემენტის შემთხვევეაში, გადაიხადოთ სამაჯურის ღირებულება, რომელიც დაგიბრუნდებათ მას შემდეგ, რაც სამაჯურს დააბრუნებთ ვაკის საცურაო აუზის მიმღებში.

 

 

თანხის გადახდის წესი და პირობები:

6.1 ვებგვერდზე თანხის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით.

6.2 უნაღდო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეკვეთის განხორციელებისთანავე.

 

შეზღუდვები ვებ გვერდის გამოყენებისას:

 

7.1 ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ ვერ გაგიწევთ იმ მომსახურებას, რომელიც ჩვენი აზრით ეწინააღმდეგება კანონს.

7.2 თქვენ გეკრძალებათ ვებ გვერდის ყოველგვარი არაკანონიერი გამოყენება, რაშიც შედის ჩვენს  სისტემებში არასანქცირებული შესვლა, ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება რამაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს ჩვენს კანონით დაცულ ინტერესებს.

 

მომსახურების მიწოდების არეალი:

ჩვენ გაგიწევთ მომსახურებას თბილისში, მისამართზე – ჭავჭავაძის 49ბ, ვაკის საცურაო აუზი.

 

 

კომუნიკაცია:

9.1 ჩვენთან კომუნიკაცია შესაძლებელია ამ ხელშეკრულებაში ან/და საიტზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე;

9.2 ჩვენ უფლებამოსილი ვართ მოვახდინოთ თქვენს მიერ განხორციელებული ზარის და საუბრის ჩაწერა, მომსახურების გაუმჯობესების და დახვეწის, კომერციული საქმიანობის, აგრეთვე ჩვენი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;

 

 

პრეტენზიის განცხადების წესი და პირობები:

10.1 თქვენ უფლება გაქვთ განაცხადოთ პრეტენზია, ჩვენს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებასთან დაკავშირებით, როგორც უშუალდ ჩვენთან დასაქმებული თანამშრომლების, ისე ჩვენს მიმართ;

11.1 პრეტენზიის განცხადება შეიძლება მოხდეს წერილობით ან ზეპირი ფორმით ჩვენს საკონტაქტო ინფორმაცაში მითითებულ საშუალებებზე.

11.2 პრეტენზია შეიძლება იყოს ზოგადი ან კონკრეტული სახის და მიზნად ისახავდეს ჩვენი დარღვეული ვალდებულების გამოსწორებას ან ზოგადი რჩევა-რეკომენდაციის მიცემას;

 

ვებ გვერდის ხარვეზი:

ვებ გვერდის შენელებულ რეჟიმში მუშაობის, არასწორი ბმულების გახსნის, არასწორი გრაფების გახსნის, გადარიცხვის წარუმატებლად განხორციელების და სხვა სისტემური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შეკვეთის გაკეთებამდე, ხოლო თუ თანხის გადახდა სხვა დროს ხდება ასევე თანხის გადახდამდე უნდა მოახდინოთ ჩვენს საკონტაქტო მონაცემებზე კომუნიკაცია და იმოქმედოთ ჩვენს მიერ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები დამდგარ ზიანზე;

 

ფორს-მაჟორი:

13.1 მხარეები  თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, პანდემია, ომი და სხვა) ზეგავლენით, რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება აღემატება მხარეთას გონივრულ კონტროლს და შესაძლებლობებს. დაუძლეველ ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება ისეთ მოვლენებს, რომლთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა (ფორს-მაჟორი);

13.2 მხარე, რომელსაც მიზეზად  დაუძლეველი  ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეორე   მხარეს სატელეფონო ან წერილობითი ფორმით ასეთი მოვლენების დადგომის თაობაზე. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  თუ  ის  საყოველთაოდ  აღიარებული არ არის. თუ ასეთი მოვლენები გაგრძელდა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტი ვადით მხარეები უფლებამოსილნი არიან გააუქმონ ხელშეკრულება.

13.3 ფორს-მაჟორული გარემოების შემთხვევაში, მხარე ვალდებულებია მეორე მხარეს აცნობოს ამ გარემოების წარმოშობიდან 72 (სამოცდათორმეტი) საათის მანძილზე;

13.4 თუ არ აცნობა მხარემ ამ პერიოდში, მაშინ ჩაითვლება, რომ მის მიერ ვალდებულება შეგნებულად არ სრულდება ჯეროვნად და ეს ფაქტი მიჩნეულ იქნება ხელშეკრულების პირობის დარღვევად.

 

დავების გადაწყვეტის წესი:

14.1 მხარეები ვთანხმდებით, რომ ჩვენს შორის არსებული ყველა დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით;

14.2 მოლაპარაკების შეუძლებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული კანონმდებლობის საფუძველზე;