ვაკის საცურაო აუზი 𝗪𝗶𝗻𝗴𝘀 𝗳𝗼𝗿 𝗟𝗶𝗳𝗲 𝗪𝗼𝗿𝗹𝗱 𝗥𝘂𝗻-ზე, მთელს მსოფლიოსთან ერთად
7 მაისს, 15:00 საათზე ვაკის აუზის სპორტული კომპლექსი შეუერთდა კახეთში გამართულ მსოფლიო საქველმოქმედო მარათონს Wings for Life World Run , სადაც ათასობით ადამიანმა სიცოცხლეების გადასარჩენად ირბინა.
მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო მარათონზე ვაკის აუზის სპორტულ კომპლექსს წარადგენდა 29 ადამიანით დაკომლექტებული გუნდი, რომელმაც საქველმოქმედო მისიით, ჯამურად, 216,29 კილომეტრი ირბინა.
მარათონზე საქართველოში რეგისტრირებულ გუნდებს შორის გამარჯვებული ვაკის საცურაო გუნდი გახდა და წარმატებული რბენისთვის, ვაკის აუზმა პირველ სამ პოზიციაზე გასულ საკუთარი გუნდის წევრს საჩუქრად 3-თვიანი ულიმიტო აბონემენტები გადასცა
შეგახსენებთ, რომ აღნინშული მარათონი ზურგის ტვინის დაზიანების სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ასპონსორებს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასობით ათასი ადამიანი ერთვება.