News

ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

18-19 დეკემბერს ვაკის საცურაო აუზზე გაიმართა „სამოყვარულო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში 𝟐𝟎𝟐𝟏“ , რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის აღნიშნული სახეობის კიდევ უფრო პოპულარიზაციას ემსახურება. 

ტურნირი 18 დეკემბერს დაიწყო და 19 დეკემბერს, გრანდიოზული ფინალით დასრულდა, სადაც 8 მონაწილისგან 3 გამარჯვებული გამოვლინდა: 𝟏 ადგილის მფლობელი – მარიამ გოგოჭური გახდა, მე-𝟐 ადგილის გამარჯვებული – კოკა კალანდაძე, მე-𝟑 ადგილი კი დავით ჭედიამ აიღო.

              

გამარჯვებულები და კლუბის წევრები დაჯილდოვდნენ დაუვიწყარი საჩუქრებით და პრიზებით. 
 
ტურნირი გაიმართა „ვაკის საცურაო აუზის“ ორგანიზატორობითა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელშეწყობით.
 
ვაკის აუზის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კლუბის წევრებს აქტიურობისთვის და ყველა პარტნიორ კომპანიას, მხარდაჭერისთის.